სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
| ||
სახელი და გვარი
|
თამარ ჯოლბორდი
| |
რეგიონი
|
შიდა ქართლი
| |
სკოლა
|
სსიპ გორის მე-10 საჯარო სკოლა
| |
ქალაქი
|
გორი
| |
თემის მონახაზი
| ||
თემის დასახელება:
| ||
ენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები
| ||
თემის შინაარსი
| ||
მასწავლებელთან ერთად მოსწავლეები განიხილავენ პრობლემებს, გეგმავენ პროექტს-განსაზღვრავენ მიზნებს, ამოცანებს, განხორციელების გზებს, ადგენენ პროექტის განსახორციელებლად საჭირო რესურსებს და ვადებს, განსაზღვრავენ მოსალოდნელ შედეგებს.
მოსწავლეებს განვუმარტავთ პროექტის მიზანს და პრობლემის მნიშვნელობას, მათთან ერთად ჩამოვაყალიბებთ ამ მიზნის მისაღწევ კონკრეტულ ნაბიჯებს და გამოვკვეთავთ მოსალოდნელ შედეგებს.
| ||
საგანი
| ||
ფიზიკა, ისტ.
| ||
დონე/კლასი
| ||
საბაზო საფეხური, მე-8ბ კლასი.
| ||
განხორციელების დროის ჩარჩო
| ||
5 კვირა
| ||
თემის საფუძვლები
| ||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
| ||
კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
კვლ.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ფიზ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია ენერგიის ფორმებისა და წყაროების შესახებ მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ადარებს ერთმანეთს ენერგიის განახლებად და არაგანახლებად წყაროებს, მსჯელობს მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე;
· სახავს ენერგიის დაზოგვის შესაძლო გზებს, მსჯელობს მის აუცილებლობაზე და ჩამოთვლის მაგალითებს;
| ||
მოსწავლეების ამოცანები:
| ||
პროექტის შედეგები :
| ||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
| ||
ზოგადი კითხვა
|
რა სახის ენერგიებს იცნობთ?
| |
თემატური კითხვები
|
როგორ დავზოგოთ ენერგია? ენერგიის დაზოგვით როგორ დავზოგოთ ოჯახის ბიუჯეტი?
| |
შინაარსობრივი კითხვები
|
რა მიზეზით უფრთხილდებით ენერგიას, მისი დაზოგვის თუ ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით?
| |
შეფასების გეგმა
| |||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
| |||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
| |||||||||||||||||||||||||
პროექტის დაწყებამდე
1. ენერგოდაზოგვა;
2. რა საფრთხეებს გვიქმნის ენერგომოხმარების ზრდა?
3. ენერგეტიკული რესურსები
4. ელექტრული ენერგიის არატრადიციული წყაროები
პროექტზე მუშაობისას შესაბამისი შეფასების რუბრიკით ვაფასებ:
სემინარზე წარმოდგენილ ნამუშევარს;
ისტ-ს საშუალებების მოხმარების უნარს;
PP-ში , MS Word-ში და MS Excel-ში მუშაობის უნარს;
ჯგუფური მუშაობის უნარს.
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
შეფასების რუბრიკით ვაფასებ
· PP პრეზენტაციას ;
მასში ასახულ: 1. დიაგრამას გამოკითხვის კითხვარის შედეგებით 2. ოჯახში მოხმარებულ ელექტრო ენერგიის გაანგარიშებას გამოსახულს ლარებში; 3. პრაქტიკულ რჩევებს.
· ჯგუფური მუშაობის უნარს
განმავითარებელი შეფასებით ვაფასებ სემინარზე წარმოდგენილ ნამუშევარს.
| |||||||||||||||||||||||||
სხვა საკითხები
| |||||||||||||||||||||||||
საბაზისო უნარ-ჩვევები
| |||||||||||||||||||||||||
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ინტერნეტში ძიება, PP-ში სლაიდ-შოუს აწყობა , Word-ში მუშაობა, ცხრილების და დიაგრამების აგება და ბუკლეტის დამზადება, მოხმარებული ენერგიის გამოთვლა კილოვატსაათებსა და ლარებში.
| |||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
კითხვარის შექმნა
შედგენილი ჩამონათვალიდან ჯგუფებზე ვანაწილებ კითხვარებს და მოსწავლეებს ვავალებ შეავსონ ის ბენეფიციარების გამოკითხვისას;
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას:
1. დაადგინონ ოჯახში მოხმარებული სხვადასხვა სახის ენერგიის ღირებულება;
2. განსაზღვრონ ენერგიებს შორის პრიორიტეტული (ეკონომიკური თვალსაზრისით);
3. განსაზღვრონ ენერგიის დაზოგვის გზები.
კვლევის ჩატარება
ვავალებ:
მოსწავლეებს ვავალებ კვლევის შედეგები გამოსახონ დიაგრამაზე და ასახონ დამოკიდებულება მოხმარებულ ენერგიასა და ოჯახის ბიუჯეტს შორის.
პრეზენტაციების მომზადება
ჯგუფებს ვავალებ მოამზადონ პრეზენტაციები ოჯახში მოხმარებული ენერგიის შესახებ, და სლაიდებზე დადონ მასალები-~ როგორ დავზოგოთ ენერგია“, აქვე დადონ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებით მიღებული დიაგრამა. რჩევები ენერგიის დაზოგვის შესახებ.
ბუკლეტის დამზადება
კლასმა ერთობლივად შეიმუშაონ ენერგიის დაზოგვის გზები ,
დაამზადონ ბუკლეტი სადაც ასახავენ პრაქტიკულ რჩევებს ,,როგორ დავზოგოთ ენერგია“-ბუკლეტები დარიგდება გამოკითხულ 80 ოჯახში (მათგან 20-პედაგოგების ოჯახებში), გამოიკვრება სკოლის დერეფნებში და საკლასო ოთახებში. ეს მოსაზრებები გააცნონ ოჯახის წევრებს და 1. ჩამოწერონ რა საშუალებით დაზოგავს ელექტროენერგიას ოჯახი; 2. რა ეკონომიას მისცემს ეს ოჯახს.
საბოლოო პრეზენტაციების დასრულება
პრეზენტაციების დღეს მოსწავლეებს ვუთხარი, რომ პრეზენტაციებს ჯგუფები რიგრიგობით გააკეთებენ და დასვამენ კითხვებს თითოეული გუნდის მიერ გამოკვლეული მასალების შესახებ. როდესაც დამსწრე საზოგადოება კითხვებს სვამს, ისინი ქალაქის ენერგომოხმარების სამსახურის თანამშრომლების სახელით გამოდიან და ცდილობენ განსაზღვრონ როგორ დაზოგონ ელექტროენერგიის ხარჯები. პრეზენტაციას ასევე ესწრებიან ადმინისტრაციის თანამშრომლები, მასწავლებლები. და თემის სხვა წარმომადგენლები. პრეზენტაციის ბოლოს მსჯელობის საგნად ვაქცევ შეკითხვას ,, ენერგიის დაზოგვა მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებითაა გამოწვეული?“
როდესაც ყველა პრეზენტაცია დასრულდება, ვატარებ აქტივობის შემდგომ გამოკითხვას და ვააჯამებთ გამოთქმულ მოსაზრებებს. პროექტის დასასრულებლად დავსვავ პროექტის შეკითხვას: როგორ დავზოგოთ ენერგია?
შემდეგ ვაკეთებთ საბოლოო დასკვნას- ენერგიის დაზოგვით როგორ დავზოგოთ ოჯახის ბიუჯეტი?
დამსწრე საზოგადოებას მოსწავლეები ურიგებენ პროექტის ფარგლებში დამზადებულ ბუკლეტებს. სულ ბოლოს, მოსწავლეებს ვთხოვ შეავსონ ჯგუფური მუშაობის თვითშეფასების ფორმა, რაც მათ მომავალ პროექტზე მუშაობის დაგეგმვაში დაეხმარება.
|
დიფერენცირებული სწავლება
| ||
სპეციალური საჭიროებები
|
სუსტ მოსწავლეს დავავალებ გადაიღოს მის ოჯახში არსებული ელექტრული ხელსაწყოების სურათები და მშობლის დახმარებით განსაზღვროს მოხმარებული ენერგიის სახეები
| |
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს მივეცი დავალება გაეკეთებინა კვლევა შედგენილი კითხვარის მიხედვით, თუ რა ენერგიას მოიხმარს ოჯახი და გამოიანგარიშოს ოჯახის ბიუჯეტის ხარჯი მოხმარებული ენერგიის მიხედვით, გააკათოს ბუკლეტი და პრეზენტაცია ენერგიის სახეების შესახებ, გააკეთოს დასკვნა ენერგიის დაზოგვის გზების შესახებ, დამუშავებული მონაცემები გამოსახოს დიაგრამის სახით, ბუკლეტზე განათავსოს ოთხივე ჯგუფის მიერ დადებული რჩევები-თუ როგორ დაზოგონ ენერგია, და გააკეთოს დასკვნა.
| |
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა -5 კომპიუტერი (აქედან 1 მასწავლებლის), პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი, ან მობილური ტელეფონი, პრინტერი.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა - MS Office-ს პროგრამები: ვორდი, ექსელი, საპრეზენტაციო პროგრამა.
|
ბეჭდვითი მასალები
|
ბუკლეტი-პრაქტიკული რჩევებით-,,როგორ დავზოგოთ ენერგია“.
|
ინვენტარი/მასალები
|
A4 ფორმატის ფურცლები, გამოკითხვის კითხვარი., ცხრილი ოჯახში მოხმარებული ელექტრული ენერგიის და მისი ღირებულების შესახებ.
|
ინტერნეტრესურსები
|
Google.ge, Wikipedia.ge
|
რესურსები
|
ადამიანური: საველე ვიზიტები ადგილობრივი თემის 60 ოჯახში და 20 მასწავლებელთან
მე-8ბ კლასის მოსწავლეები, საკუთარი ოჯახები, მშობლები, პედაგოგი.
მატერიალური: 4 კომპიუტერი, პრინტერი, ფოტოაპარატი. A4ფორმატის ფურცლები, კომპიუტერები, სამარშუტო ტაქსი ექსკურსიისთვის.
|