среда, 1 апреля 2015 г.


სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
თამარ ჯოლბორდი
რეგიონი
შიდა ქართლი
სკოლა
სსიპ გორის მე-10 საჯარო სკოლა
ქალაქი
გორი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება:
ენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები
თემის შინაარსი
მასწავლებელთან ერთად მოსწავლეები განიხილავენ პრობლემებს, გეგმავენ პროექტს-განსაზღვრავენ მიზნებს, ამოცანებს, განხორციელების გზებს, ადგენენ პროექტის განსახორციელებლად საჭირო რესურსებს და ვადებს, განსაზღვრავენ მოსალოდნელ შედეგებს.
მოსწავლეებს განვუმარტავთ პროექტის მიზანს და პრობლემის მნიშვნელობას, მათთან ერთად ჩამოვაყალიბებთ ამ მიზნის მისაღწევ კონკრეტულ ნაბიჯებს და გამოვკვეთავთ მოსალოდნელ შედეგებს.
საგანი
ფიზიკა, ისტ.
დონე/კლასი  
საბაზო საფეხური, მე-8ბ კლასი.
განხორციელების დროის ჩარჩო
5 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აწარმოებს  დაკვირვებას ან /და გაზომვებს   აღრიცხავს მონაცემებს;

კვლ.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
  • იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 

კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან  ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
  • აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს;  
  • ადარებს  დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს;
ფიზ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია ენერგიის ფორმებისა და წყაროების შესახებ მსჯელობ.
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·    ადარებს ერთმანეთს ენერგიის განახლებად და არაგანახლებად წყაროებს, მსჯელობს მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე;
·    სახავს ენერგიის დაზოგვის შესაძლო გზებს, მსჯელობს მის აუცილებლობაზე და ჩამოთვლის მაგალითებ;

მოსწავლეების ამოცანები:
  1. ოჯახში მოხმარებული ელექტრული  ენერგიის ღირებულების დადგენა;
  2. ენერგიის დაზოგვის გზების განსაზღვრა.
პროექტის შედეგები :
  1.  მონაცემების ცხრილების და დიაგრამების სახით წარმოდგენისას მოსწავლეები განიმტკიცებენ ცოდნას;
  2. შეძლებენ ოჯახებში ენერგიის ხარჯის შემცირებას, რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია, შესაბამისად გაიზრდება ოჯახის ბიუჯეტი;
  3. მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას, შესაბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბით;
  4. მოახდენენ ფიზიკაში ნასწავლი მასალის ტრანსფერს ყოველდღიურობასთან.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა სახის ენერგიებს იცნობთ?

თემატური კითხვები
როგორ დავზოგოთ ენერგია? ენერგიის დაზოგვით როგორ დავზოგოთ ოჯახის ბიუჯეტი?
შინაარსობრივი კითხვები
რა მიზეზით უფრთხილდებით ენერგიას, მისი დაზოგვის თუ ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ



     1.  ექსკურსია თბილისში, ჰიდროელექტროსადგურსა და ,,დელტას" გალვანურ საამქროში.
მოსწავლეები ექსკუსიის შემდეგ       აკეთებენ რეფლექსიას;




2.    დისკუსია თემაზე ,,რა სახის ენერგიებს იცნობთ?“

3.  სემინარი თემაზე ,,გარემოს დაცვა და ენერგოეფექტურობა“
მოსახლეობის გამოკითხვის კითხვარის- ,,ვინ როგორ მოიხმარს ელექტროენერგიას“ შედგენა





PP პრეზენტაციას (გამოკითხვის კითხვარის  შედეგებით);

ითვლიან ელექტროენერგიის ხარჯს საკუთარ ოჯახებში და ანგარიშობენ ლარებში

აყალიბებენ პრაქტიკულ რჩევებს  ენერგიის დაზოგვის შესახებ
ბუკლეტის-
,,როგორ დავზოგოთ ენერგია"-დამზადება.

პროექტის მონაწილე მოსწავლეები დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ძალებით აწყობენ ნახატების გამოფენას ,,გავუფრთხილდეთ გარემოს".

პროექტის შედეგების საჯარო პრეზენტაცია და 
ბუკლეტების გავრცელება სკოლის ბენეფიციარებში;





შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის  დაწყებამდე 
  • დისკუსიის გზით ვარკვევ თუ რა იციან მოსწავლეებმა ენერგიების შესახებ, მათ შორის ენერგიის ტრადიციული და არატრადიციული წყაროების შესახებ,.
  • კლასს ვყოფ 4 ჯგუფად და ვაძლევ დავალებას, რომ  მოიძიონ  ინფორმაცია  სემინარისთვის და  გააკეთონ პრეზენტაციები თემებზე:
1.      ენერგოდაზოგვა;
2.       რა საფრთხეებს გვიქმნის ენერგომოხმარების ზრდა?
3. ენერგეტიკული რესურსები
4. ელექტრული ენერგიის არატრადიციული წყაროები
  • ვახსენებ ისტ-ის გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას  PP-ის, და ბუკლეტის შექმნაზე, ცხრილის და დაიგრამის აგებაზე;
  • ვაკეთებთ გამოკითხვის კითხვარს- ,,ვინ როგორ მოიხმარს ელექტროენერგიას“  და ვავალებ, რომ თითოეულმა ჯგუფმა გამოკითხოს რელევანტური წესით შერჩეული 20 ოჯახი (სამმა ჯგუფმა სულ 60 ოჯახი) და შევსოს წინასწარ შედგენილი გამოკითხვის კითხვარები, მეოთხე ჯგუფმა კი გამოკითხვა აწარმოოს სხვა სოციალურ ჯგუფთან-20 პედაგოგის ოჯახთან;
  • მოსწავლეებს ვახსენებ როგორ გამოთვალონ დახარჯული ენერგია მოწყობილობის სიმძლავრით და მუშაობის  ხანგრძლივობის ნამრავლით.
პროექტზე მუშაობისას შესაბამისი  შეფასების რუბრიკით ვაფასებ:
სემინარზე წარმოდგენილ ნამუშევარს;
ისტ-ს საშუალებების მოხმარების უნარს;
PP-ში , MS Word-ში და MS Excel-ში მუშაობის უნარს;
ჯგუფური მუშაობის უნარს.
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
შეფასების რუბრიკით ვაფასებ
·         PP პრეზენტაციას ;
მასში ასახულ: 1.  დიაგრამას გამოკითხვის კითხვარის  შედეგებით  2. ოჯახში მოხმარებულ ელექტრო ენერგიის გაანგარიშებას   გამოსახულს ლარებში; 3. პრაქტიკულ რჩევებს.
·         ჯგუფური მუშაობის უნარს
განმავითარებელი შეფასებით ვაფასებ სემინარზე წარმოდგენილ ნამუშევარს.

სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ინტერნეტში ძიება, PP-ში სლაიდ-შოუს აწყობა , Word-ში მუშაობა, ცხრილების და დიაგრამების აგება და ბუკლეტის დამზადება, მოხმარებული ენერგიის გამოთვლა კილოვატსაათებსა და ლარებში.
სასწავლო პროცედურები
კითხვარის შექმნა
შედგენილი ჩამონათვალიდან ჯგუფებზე ვანაწილებ კითხვარებს და მოსწავლეებს ვავალებ შეავსონ ის ბენეფიციარების გამოკითხვისას;
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას:
1.      დაადგინონ ოჯახში მოხმარებული სხვადასხვა სახის ენერგიის ღირებულება;
2.      განსაზღვრონ ენერგიებს შორის პრიორიტეტული (ეკონომიკური თვალსაზრისით);
3.      განსაზღვრონ ენერგიის დაზოგვის გზები.
კვლევის ჩატარება
ვავალებ:
  1. განსაზღვრონ რა სახის ენერგიას მოიხმარს თითოეულის ოჯახი: ელექტრულს, წვის (ბუნებრივი აირის, თხევადი საწვავის, შეშის, ქვანახშირის, ბიომასის და სხვა), მზის, წყლის, ქარის;
  2. ჩამოთვალონ ამ ენერგიის მომხმარებელი მოწყობილობები;
  3. გამოთვალონ რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული მოწყობილობა ერთი თვის განმავლობაში, (აღწერონ როგორ აკეთებენ ამას);
  4. მონაცემები წარმოადგინონ ცხრილის სახით და დიაგრამის სახით.
  5. მიზეზ -შედეგობრივი დიაგრამის შექმნა
მოსწავლეებს ვავალებ კვლევის შედეგები გამოსახონ დიაგრამაზე და ასახონ დამოკიდებულება მოხმარებულ ენერგიასა და ოჯახის ბიუჯეტს შორის.
პრეზენტაციების მომზადება
ჯგუფებს  ვავალებ მოამზადონ პრეზენტაციები ოჯახში მოხმარებული ენერგიის შესახებ, და სლაიდებზე დადონ მასალები-~ როგორ დავზოგოთ ენერგია“, აქვე დადონ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებით მიღებული დიაგრამა. რჩევები ენერგიის დაზოგვის შესახებ.
ბუკლეტის დამზადება
კლასმა ერთობლივად შეიმუშაონ ენერგიის დაზოგვის გზები ,
დაამზადონ ბუკლეტი სადაც ასახავენ პრაქტიკულ რჩევებს ,,როგორ დავზოგოთ ენერგია“-ბუკლეტები დარიგდება გამოკითხულ 80 ოჯახში (მათგან 20-პედაგოგების ოჯახებში),  გამოიკვრება სკოლის დერეფნებში და საკლასო ოთახებში. ეს მოსაზრებები გააცნონ ოჯახის წევრებს და 1. ჩამოწერონ რა საშუალებით დაზოგავს ელექტროენერგიას ოჯახი; 2. რა ეკონომიას მისცემს ეს ოჯახს.
საბოლოო პრეზენტაციების დასრულება
პრეზენტაციების დღეს მოსწავლეებს ვუთხარი, რომ პრეზენტაციებს ჯგუფები რიგრიგობით გააკეთებენ და დასვამენ კითხვებს თითოეული გუნდის მიერ გამოკვლეული მასალების შესახებ. როდესაც დამსწრე საზოგადოება კითხვებს სვამს, ისინი ქალაქის ენერგომოხმარების სამსახურის თანამშრომლების სახელით გამოდიან და ცდილობენ განსაზღვრონ როგორ დაზოგონ ელექტროენერგიის ხარჯები.  პრეზენტაციას ასევე ესწრებიან ადმინისტრაციის თანამშრომლები, მასწავლებლები. და თემის სხვა წარმომადგენლები. პრეზენტაციის ბოლოს მსჯელობის საგნად ვაქცევ შეკითხვას ,, ენერგიის დაზოგვა მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებითაა გამოწვეული?“
როდესაც ყველა პრეზენტაცია დასრულდება, ვატარებ აქტივობის შემდგომ გამოკითხვას და ვააჯამებთ გამოთქმულ მოსაზრებებს. პროექტის დასასრულებლად დავსვავ პროექტის შეკითხვას: როგორ დავზოგოთ ენერგია?
შემდეგ ვაკეთებთ საბოლოო დასკვნას-  ენერგიის დაზოგვით როგორ დავზოგოთ ოჯახის ბიუჯეტი?
დამსწრე საზოგადოებას მოსწავლეები ურიგებენ პროექტის ფარგლებში დამზადებულ ბუკლეტებს. სულ ბოლოს, მოსწავლეებს ვთხოვ  შეავსონ ჯგუფური მუშაობის თვითშეფასების ფორმა, რაც მათ მომავალ პროექტზე მუშაობის დაგეგმვაში დაეხმარება.


დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
სუსტ მოსწავლეს დავავალებ გადაიღოს მის ოჯახში არსებული  ელექტრული ხელსაწყოების სურათები და მშობლის დახმარებით განსაზღვროს მოხმარებული ენერგიის სახეები

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს მივეცი დავალება გაეკეთებინა კვლევა შედგენილი კითხვარის მიხედვით, თუ რა ენერგიას მოიხმარს ოჯახი და გამოიანგარიშოს ოჯახის ბიუჯეტის ხარჯი მოხმარებული ენერგიის მიხედვით, გააკათოს ბუკლეტი და პრეზენტაცია ენერგიის სახეების შესახებ,  გააკეთოს დასკვნა ენერგიის დაზოგვის გზების შესახებ, დამუშავებული მონაცემები გამოსახოს დიაგრამის სახით, ბუკლეტზე განათავსოს ოთხივე ჯგუფის მიერ დადებული რჩევები-თუ როგორ დაზოგონ ენერგია, და გააკეთოს დასკვნა.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგია – ტექნიკა -5 კომპიუტერი (აქედან 1 მასწავლებლის), პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი, ან მობილური ტელეფონი, პრინტერი.
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა - MS Office-ს პროგრამები: ვორდი, ექსელი, საპრეზენტაციო პროგრამა.


ბეჭდვითი მასალები
ბუკლეტი-პრაქტიკული რჩევებით-,,როგორ დავზოგოთ ენერგია“.
ინვენტარი/მასალები
A4 ფორმატის ფურცლები, გამოკითხვის კითხვარი., ცხრილი ოჯახში მოხმარებული ელექტრული ენერგიის და მისი ღირებულების შესახებ.
ინტერნეტრესურსები
Google.ge, Wikipedia.ge  
 რესურსები
ადამიანური: საველე ვიზიტები ადგილობრივი თემის 60 ოჯახში და 20 მასწავლებელთან
მე-8ბ კლასის მოსწავლეები,  საკუთარი ოჯახები, მშობლები, პედაგოგი.
მატერიალური: 4 კომპიუტერი, პრინტერი,  ფოტოაპარატი. A4ფორმატის ფურცლები, კომპიუტერები, სამარშუტო ტაქსი ექსკურსიისთვის.

სასწავლო პროექტის გეგმა სასწავლო თემის ავტორი სახელი და გვარი თამარ ჯოლბორდი რეგიონი შიდა ქართლი სკოლა სსიპ გორის მე-1...